„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში გამოთავისუფლებულ ადგილს გიორგი ბარვენიშვილი დაიკავებს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში გამოთავისუფლებულ ადგილს გიორგი ბარვენიშვილი დაიკავებს.
გიორგი ბარვენიშვილი მმართველი პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში 71-ე იყო.
ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად დღეს წარადგინეს და გიორგი ბარვენიშვილი პარლამენტში სწორედ აღნიშნულის შედეგად გამოთავისუფლებულ ადგილს დაიკავებს.
რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრობის გამო გამოთავისუფლებულ საპარლამენტო მანდატს, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განმარტა, ჩიქოვანი მაჟორიტარული სიით იყო არჩეული, საარჩევნო წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება, შესაბამისად, ზუგდიდი წელს მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე იქნება.