„ქართული ოცნების“ პრესსამსახური საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ვიდეოკადრებს ავრცელებს
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ვიდეოკადრებს ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იხილავდნენ, მათ შორის საპარლამენტო თანამდებობისა და ბიუჯეტის საკითხს.
სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ.