„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარუდგინა.

ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნება” პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს.

პოლიტსაბჭოზე კიდევ რამდენიმე თემა განიხილეს, მათ შორის, საბიუჯეტო საკითხები.

ასევე, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მომდევნო დღეებში პრეზიდენტის არჩევნების თარიღიც ჩაინიშნება.