„ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციამ შუალედური არჩევნების შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
„ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციამ შუალედური არჩევნების შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციამ საკრებულოს შუალედური არჩევნების შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

ამომრჩევლებს სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ, კანდიდატმა დავით მდინარაძემ, გურიის მხარის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მერაბ ჭანუყვაძემ და ქართული ოცნების სხვა ლიდერებმა მიმართეს.

შეხვედრაზე ვიდეომიმართვით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა და მის პროფესიულ მიღწევებზე ისაუბრა. ძირითადად დრო „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს დაეთმო. დავით მდინარაძემ შეხვედრის დასასრულს წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა.

საარჩევნო შემაჯამებელ შეხვედრაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, ასევე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძეც იმყოფებოდნენ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.