„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, პარლამენტთან საყოველთაო-სახალხო შეკრება მიმდინარეობს
პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული საყოველთაო-სახალხო შეკრება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. შეკრების სლოგანია „მამული, ენა სარწმუნოება“.
მოქალაქეებმა პარლამენტის წინ 18:00 საათიდან დაიწყეს შეკრება, შემდეგ კი მათ ფილარმონიიდან მსვლელობით შეუერთდნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, დაგეგმილია ასევე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლები.
შეკრების მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, პლაკატი წარწერით „ღირსებით ევროპისკენ“.