„ქართული ოცნების“ ოფისთან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოფისთან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქციას მართავს.

ისინი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის ერქმევა პრემიერ-მინისტრი, ეს იქნება გიორგი გახარია, კობახიძე თუ სხვა. ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს რეალურ ნებას და ქვეყანა დაუბრუნდება განვითარების გზას. თავის გულის ჭიას იხარებენ ეს ბატონები, ქვეყნისა და ხალხისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ალბერტ მერებაშვილმა.