„ქართული ოცნების“ ოფისთან რამდენიმე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქციაზე ოთხი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით. ოთხივე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
როგორც უწყებაში პირველ არხს განუცხადეს, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით არიან დაკავებულნი, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.