„ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავენ
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები იკრიბებიან. როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, ჯერ „ოცნების“ ოფისთან, შემდეგ კი პარლამენტთან გააპროტესბენ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესაძლო დანიშვნას. მისი თქმით, 76-ე დღეა, ისინი გახარიას „წადის“ ეუბნებიან და მისი პრემიერ-მინისტრობა პირდაპირი სიგნალი იქნება, რომ ქვეყანაში დიქტატურა იწყება.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
არსებული ინფორმაციით, სწორედ დღეს გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება წარდგენილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.