„ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია მიმდინარეობს.

მოძრაობის წევრები „ოცნების“ ოფისთან რუსთაველის გამზირიდან მივიდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე მისვლისას „ქართული ოცნების“ ოფისში შუქი ჩააქრეს.

„როდესაც ოფისთან მოვედით, მათ შუქები ჩააქრეს, ეს არის პირველი გამარჯვება, ისინი წაგებული და მხდალები არიან.

ჩვენ ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, მოვა დრო, ისინი წავლენ და ისინი შეიცვლებიან. ბრძოლა გრძელდება და მათ მიიღეს სამოქალაქო წინააღმდეგობა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„შეცვალეს“ აქტივისტები სკანდირებენ „წადი“. მათ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერებიც დატოვეს,  ერთ-ერთ კედელთანაც სურდათ წარწერის გაკეთდება, რა დროსაც მცირე ინციდენტი მოხდა. ასევე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მოქალაქე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

„შეცვალეს“ წევრები ისევ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ და პარლამენტის წინ აქციას შეუერთდებიან.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველები იმყოფებიან.