„ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირებაა.
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისის ორივე შესასვლელთან იყვნენ განლაგებული და სხდომაზე დასასწრებად მისულ დეპუტატებს ე.წ. სირცხვილის კორიდორის გავლით ატარებდნენ შენობაში.
აქციას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები მართავენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი მიზანია, ოფისში მისულ უმრავლესობის წევრებს დისკომფორტი შეუქმნან.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებს შენობის პიკეტირება სურდათ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.