პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გიორგი რურუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
მოძრაობა „დაიცავი არჩევანის“ წევრები სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და პრეზიდენტს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.