„ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს [ვიდეო]
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებმა ოფისის მიმართულებით წითელი საღებავები და კვერცხები ისროლეს.
სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.
„ვერც დაკავებებით და ვერც ამ ჯაჯგურით ვერ გააჩერებენ აქტივისტებს. საღებავის ადრესატი არის „ქართული ოცნება“, კონკრეტუალად ღარიბაშვილი არის ერთ-ერთი შემსრულებელი. მთელი „ქართული ოცნება“, დეპუტატები, ისინიც თანამონაწილეები არიან, პოლიციელებიც. ამიტომ, მოუწევთ საღებავის, კვერცხის ატანაც და პროტესტისაც, შემდეგ კი წასვლა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება ამ დროისთვისაც დაძაბულია. ადგილზე მობილიზებული არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები.
ოფისთან შეკრებილები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.