„ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია დასრულდა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეები ტერიტორიას ამ წუთებში ტოვებენ.
აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ხვალ ისევ შეიკრიბებიან.
„ქართული ოცნების“ ოფისთან ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები.
ოფისთან შეკრებილები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავა.