„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. მმართველი პარტიის ოფისში ჩანიშნულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე იმსჯელებენ. შეხვედრაზე განიხილავენ ბოლოს შეთავაზებულ მოდელს, რაც მაჟორიტარული და პროპორციული მანდატების განაწილებას – 40/110-ზე პროპორციით გულისხმობს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის.

სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ამ წუთებში იწყება. რაზე შეთანხმდებიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.