პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. როგორც პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.
„საქართველოს პარლამენტში შემდეგი კვირა სასესიოა და მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გავიდეს. უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ“, – განაცხადეს „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.
რომელ საათზე გაიმართება სხდომა, ჯერ უცნობია.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ პოლიტსაბჭოზე გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრებენ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარდაჭერას დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს.