„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებების საკითხი განიხილონ. მათ შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დღეს თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რაც კანონის თანახმად, მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას გამოიწვევს.
როგორც შეხვდრის დაწყებამდე დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, შეხვედრას დღეს ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ ოფისში მივიდა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომელმაც განსახილველ საკითხებზე კომენტარი არ გააკეთა.