„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს უმრავლესობის, მთავრობის წევრებისა და პოლიტსაბჭოს შეხვედრა გაიმართება
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრა 16.00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დაიწყება.