„ქართული ოცნების“ ლიდერებმა წალკაში, სოფელ იმერაში ახალაშენებული სკოლა დაათვალიერეს
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერაში ახალაშენებული სკოლა დაათვალიერეს.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, სოფელ იმერას ახალი სკოლის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი.
პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, ასევე რეკრეაციული ზონების მოწყობა. სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. მშენებლობას საქართველოს მთავრობა 1,2 მლნ ლარით აფინანსებს.