„ქართული ოცნების“ ლიდერებმა სოფელ ბეშთაშენის ახალი გზა დაათვალიერეს
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა სოფელ ბეშთაშენის ახალი გზა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა და წალკის მერმა, ილია საბაძემ სოფელ ბეშთაშენის ახალი გზა დათვალიერეს.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, პარტიის ლიდერები განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებით დაინტერესდნენ. როგორც წალკის მერმა აღნიშნა, პროექტის ჯამური ღირებულება ორ მლნ ლარზე მეტია და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

თბილისი-წალკის საავტომობილო გზიდან, სოფელ ბეშთაშენის ხიდამდე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები 2019 წლის მარტში დაიწყო და ივლისში დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო 3,8 კმ გზა.