„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გარდაბნის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გარდაბნის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა გარდაბნის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაათვალიერეს.

პარკში განხორციელებული სამუშაოების შესახებ მმართველი გუნდის ლიდერებს გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ესაუბრა.

პროექტის მიხედვით, პარკი სრულად რეაბილიტირდება, მოეწყობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სცენა, კაფე და საბავშვო ატრაქციონები.

გარდაბანში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 962 897 ლარს შეადგენს.