„ქართული ოცნების“ ლიდერები ზუგდიდში პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრას მართავენ
„ქართული ოცნების“ ლიდერები ზუგდიდში პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრას მართავენ

ზუგდიდში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერები პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წევრებს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან.

შეხვედრას ესწრებიან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.

შეხვედრის დაწყებამდე, „ქართული ოცნების“ ოფისთან რამდენიმე ადამიანი იყო მოსული. მათი თქმით, სამსახურებიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. ამ ადამიანებმა დახმარება შს მინისტრსა და პარტიის ლიდერებს სთხოვეს.