„ქართული ოცნების“ ლიდერები შუახევში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ
„ქართული ოცნების“ ლიდერები შუახევში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევში, საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში მიმდინარეობს.

„შენდება 240 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა. მოეწყობა ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო, ღია და სპორტული მოედანი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარს აჭარბებს“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციაში.