„ქართული ოცნების“ ლიდერები ორშაბათიდან ამომრჩეველთან შეხვედრას აქტიურად დაიწყებენ
„ქართული ოცნების“ ლიდერები ორშაბათიდან ამომრჩეველთან შეხვედრას აქტიურად იწყებენ. ამ სტრატეგიის შესახებ ცნობილი მმართველი პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა.
„ქართული ოცნების“ თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, კახა კალაძემ საკრებულოს წევრებთან, თბილისის მაჟორიტარებთან და პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა.