„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე რეგიონულ შეხვედრებს იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 18 ივლისს შეხვედრა გაიმართება ბათუმში, 19 ივლისს ქობულეთში, 20 ივლისს ამბროლაურში.
„პარტიის ხელმძღვანელები აჭარის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და პარტიის ადგილობრივ ლიდერებს შეხვდებიან“,- აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.