პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სამეგრელოს რეგიონში ჩავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი გუნდის პრესსამსახური ავრცელებს,
მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ ლიდერები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
„შეხვედრების მთავარი თემა ადგილზე არსებული პოლიტიკური ვითარება და პარტიის სამომავლო გადაწყვეტილებების განსაზღვრა იქნება“,- აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.