„ქართული ოცნების“ ლიდერები და მხარდამჭერები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიემართებიან [ფოტო]
„ქართული ოცნების“ ლიდერები და მხარდამჭერები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიემართებიან [ფოტო]

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების დაწყებამდე თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რამდენიმე ადგილიდან მიემართებიან თავისუფლების მოედნისკენ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 19:00 საათზე დაიწყება და „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველს სიტყვით მიმართავენ.

ოფიციალური გამოსვლების დაწყებამდე მუსიკოსები თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მუსიკალურ ნომრებს სთავაზობენ.

საარჩევნო ღონისძიებას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით, მოტოციკლეტებითა და სკუტერებით მსვლელობა გაიმართა. მსვლელობის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანია, გამოხატონ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ და ყველას მოუწოდონ, გააკეთონ სწორი არჩევანი.