„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა ხვალ გაიმართება
პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრა ხვალ გაიმართება.
პირველი არხის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა ხვალ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
შეხვედრაზე განსახილველი საკითხი პარტიული დისციპლინა და უმრავლესობის წევრების მიერ ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიმართ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები იქნება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროში წარმოდგენილი არიან უმრავლესობიდან როგორც კომიტეტის თავმჯდომარეები, ასევე ვიცე-სპიკერატი და ფრაქციის თავმჯდომარეები.