„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება
პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრა დღეს გაიმართება.
როგორც ცნობილია, შეხვედრა 11:00 საათზე, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
შეხვედრაზე განსახილველი საკითხი პარტიული დისციპლინა და უმრავლესობის წევრების მიერ ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიმართ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები იქნება.
შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროში წარმოდგენილი არიან უმრავლესობიდან როგორც კომიტეტის თავმჯდომარეები, ასევე ვიცე-სპიკერატი და ფრაქციის თავმჯდომარეები.