„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის სახელით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის სახელით, ყალბი მისამართიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია.
„პარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“,- აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.