„ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი სოფელ შინდისში ახალგაზრდებს შეხვდა
„ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი სოფელ შინდისში ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი სოფელ შინდისში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს, ასევე გორსა და კასპში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატის თქმით, შეხვედრაზე ახალგაზრდებთან განიხილა რეგიონში არსებულ შესაძლებლობებს, გამოწვევებსა და დაგეგმილ პროექტებს.

„ჩემი ორწლიანი საქმიანობის პერიოდში ყოველთვის პრიორიტეტული იყო ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან ურთიერთობა. ახლაც, ჩემი წინასაარჩევნო საქმიანობის პერიოდში შეხვედრები აქტიურად დავიწყე ახალგაზრდებთან. სწორედ დღევანდელი დღე იყო ამის გამოხატულება. ჩვენ შევხვდით, ვისაუბრეთ სხვადასხვა გამოწვევაზე, მათთვის საინტერესო საკითხებზე, განათლების რეფორმაზე, იმ პრინციპებზე, რომლებითაც ჩვენი გუნდი ხელმძღვანელობს ახალგაზრდებთან მიმართებით“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.