„ქართული ოცნების“ დაკვეთით დაიბეჭდა პლაკატები, რომლებზეც „გამჭვირვალობის კანონის“ გაცნობა QR კოდით არის შესაძლებელი
წაიკითხე გამჭვირვალობის კანონი, თავი არავის მოატყუებინო! დადექი საქართველის მხარეს! – ამ წარწერით ქალაქში პლაკატები გამოჩნდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პლაკატები პარტია „ქართული ოცნების“ დაკვეთით არის დაბეჭდილი.
პლაკატებზე დატანილია QR კოდი, საიდანაც მოქალაქეებს შეუძლიათ, გადავიდნენ ბმულზე და „უცხოური გვალენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გაეცნონ.