„ქართული ოცნების“ ცენტრალურ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისში კი - კახა კალაძე
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის პარტია „ქართულ ოცნების“ ცენტრალურ შტაბს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის შტაბს კი – დედაქალაქის მერი კახა კალაძე უხელმძღვანელებენ.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკო-ს მონაცემებით, 3705 უბნის მონაცემების თანახმად, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 615 433 ხმა აქვს, რაც ხმათა 38.64 პროცენტს შეადგენს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 600 970 ხმა მოაგროვა, რაც ხმების 37.74 პროცენტია. აღნიშნული მონაცემების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამისი განკარგულებით. არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს.