„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან „ლელოს“ მხარდამჭერებმა აქცია გამართეს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან „ლელოს“ მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან „ლელო საქართველოსთის“ პარტიის წევრების და მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები „ლელოს“ წევრ ქალებს ემუქრებიან და პირადი ცხოვრებით აშანტაჟებენ.

მათი თქმით, ერთ-ერთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ზუგდიდიში მოხდა, როდესაც „ლელოს“ ორი აქტივისტის მისამართით მუქარა განხორციელდა. ასევე, „ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებით, მათ სოციალურად დაუცველ აქტივისტებს ემუქრებიან, რომ ისინი უფასო სასადილოებით  ვერ ისარგებლებენ.

„ლელო საქართველოსთვის“ ორი ქალი წევრი, ქალაქ ზუდგიდში, პირადი ცხოვრებით შანტაჟის მსხვერპლი გახდა. „ქართული ოცნების“ ოფისის წინ ვმართავთ სოლიდარობის აქციას, ეს არის ზეპარტიული აქცია, არ არ საუბარი მხოლოდ „ლელოს“ წევრების მხარდაჭერაზე. ჩვენთვის მოუღებელია ისეთი ბინძური მეთოდები, რომელიც სამწუხაროდ, მანკიერი პრაქტიკაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში. ოქტომბერში ხელისუფლებასთან ერთად დასრულდება ამ ქვეყანაში ძალადობა და შანტაჟი. მოვუწოდებ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და პირველ რიგში, აშშ-ის ელჩს, მიაქციოს ყურადღება თუ რა პირობებში მიმდინარეობს ქვეყანაში საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა  “ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა, დეა მეტრეველმა.

აქციის მინაწილეები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.