„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ
პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე იათამზე ღაღვიშვილი აცხადებს, რომ მათ სურთ, ივანიშვილს პირადად შეხვდნენ.
„ყველამ იცის, რომ დავზარალდით. ორი წელიწადია ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ ამჟამად ჩვენ ვითხოვთ ივანიშვილთან შეხვედრას, რადგან ვერავინ მიიტანა იმ ადამიანამდე ამბავი სწორად. მგონი ,ვერ იგებენ რას და ვისგან ვითხოვთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.