„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის ხელმძღვანელობასთან ერთად დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრება, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მსჯელობენ.
„მიმდინარეობს შეხვედრა, სადაც განიხილება არჩევნების მეორე ტურის საკითხები, ასევე საუბარია კონკრეტულ თემატიკაზე, როგორ გადავწყვიტოთ უმოკლეს ვადებში ესა თუ ის პრობლემა. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილიც ჩართულია ამ პროცესში. ჩვენ ერთი გუნდი ვართ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.