„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებასთან დაკავშირებით თათბირი გაიმართა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ და რეგიონულმა მდივანმა, დიმიტრი სამხარაძემ გამართეს რეგიონული დეპარტამენტის თათბირი. ინფორმაციას დიმიტრი სამხარაძე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნულ თათბირს ესწრებოდნენ რეგიონული მდივნის მოადგილეები, ნიკა ტყემალაძე, ზურაბ იაშვილი, კობა სამხარაძე და რეგიონული კოორდინატორები.
„თათბირზე განხილულ იქნა თვითმმართველობის არჩევნებისათვის მომზადების და საოლქო ორგა ნიზაციების შტაბურ რეჟიმზე გადაყვანის პროცესი, მუნიციპალიტეტებში არსებული სხვადასხვა პარტიული საკითხები და სამომავლო გეგმები“,- აღნიშნულია დიმიტრი სამხარაძე ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.