„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იქნება დასკვნითი შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები დასრულდება.

„ქართული ოცნების“ ოფისში რამდენიმე დღეა, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება.

მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება, სტრუქტურული ცვლილებები  განხორციელდება და სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.