„ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების ექვსი წლისთავთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პოლიტიკური განცხადება გაკეთდება
„ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების ექვსი წლისთავთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პოლიტიკური განცხადება გაკეთდება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართება.

როგორც პირველ არხს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას დაესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

მათივე ცნობით, 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე, პოლიტიკური განცხადება გაკეთდება.

შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში 10:00 საათზეა დაგეგმილი.