„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები სტიქიისგან დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ჭუბერში გაემგზავრნენ
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ჭუბერში გაემგზავრნენ.
როგორც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს, თბილისიდან ჭუბერის მიმართულებით ჯგუფები მომდევნო დღეებშიც გაემგზავრებიან და დაზარალებულებს დახმარებას მანამდე გაუწევენ, სანამ ამის საჭიროება იქნება.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა ერთვება სალიკვიდაციო სამუშაოებში. სტიქია შედარებით მშვიდ ფაზაშია. სწორედ ამიტომ გვაქვს დასტური, რომ ჩავიდეთ სოფელ ჭუბერში და მოსახლეობას, რომელსაც სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, აღმოვუჩინოთ დახმარება. ეს არ არის რაიმე პოლიტიკური ტიპის აქტივობა. ეს არის სამოქალაქო ახალგაზრდული აქტივობა და ძალიან გაგვიხარდება თითოეული იმ ადამიანის ნახვა, ვისაც ექნება სურვილი, ჩვენთან ერთად ჩაერთოს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა.
„ქართული ოცნების“ ოფისიდან სვანეთის მიმართულებით დღეს 60-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა.