„ქართული ოცნება“, საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან ერთად, ხვალ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც დაასახელებს
„ქართული ოცნება“, საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან ერთად, ხვალ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც დაასახელებს.
ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.
„10 სექტემბერს, 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს მომავალ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
წარდგენა გაიმართება მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.