„ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს დაასახელებს
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას დღეს გამართავს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც დაასახელებს.
წარდგენა მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ვე ოლქში წარადგინა.
საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.