„ქართული ოცნება“ რუსთავსა და თელავში კონფერენციებს გამართავს
„ქართული ოცნება“ რუსთავსა და თელავში კონფერენციებს გამართავს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს საქალაქო კონფერენციებს რუსთავსა და თელავში გამართავს, რომელზეც საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებსა და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

რუსთავის თეატრში კონფერენცია 13:00 საათზე, თელავის თეატრში კი 16:00 საათზე გაიმართება.