„ქართული ოცნება” პარტიულ სიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხვალ წარადგენს
„ქართული ოცნება” პარტიულ სიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხვალ წარადგენს.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” საარჩევნო სია საინტერესოა, თუმცა არანაკლებ საინტერესოა პარტიის პროგრამა, რომელსაც ირაკლი კობახიძე წარადგენს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, პარტიულ სიაზე მუშაობა პრაქტიკულად დამთავრებულია და გუნდი შეთანხმებულია, რომ წინასწარ არ დაასახელებს, სიაში ვინ და როგორ იქნება.
„ზოგადად, შემიძლია, გითხრათ, რომ ზოგი თქვენი ნაცნობი იქნება, ზოგი პოლიტიკისთვის ახალი სახე, მაგრამ საზოგადოებისთვის ნაცნობი ადამიანი. ზოგი კი, ძველი სახე იქნება და ის გუნდი იქნება, რომლისთვისაც საგანგებო მნიშვნელობა აქვს სიაში თუნდაც 150-ე იყოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.