„ქართული ოცნება“ - პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პირველ ოქტომბერს დაგეგმილი პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პირველ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.