პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს.
საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო უმრავლესობას 113 დეპუტატი შეადგენს. „ქართულ ოცნებას“ ამ დროისთვის ოფიციალურად 115 დეპუტატი ჰყავს, თუმცა უმრავლესობის დატოვების შესახებ პოლიტიკური განცხადებები უკვე გააკეთეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება დეპუტატ გედევან ფოფხაძეს, ის აცხადებს, რომ განმარტებას 25 თებერვალს გააკეთებს.