„ქართული ოცნება“ - ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ თერჯოლის მერის გარდაცვალების გამო, ლაშა გოგიაშვილი იყო გუნდის გამორჩეული წევრი, ღირსეული ქართველი და პროფესიონალი
„ქართული ოცნება“ თერჯოლის მერ ლაშა გოგიაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და მეგობრებს. ლაშა იყო „ქართული ოცნების” დიდი გუნდის გამორჩეული წევრი, ღირსეული ქართველი და პროფესიონალი. მისი გარდაცვალება განუზომელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისათვის“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ სამძიმრის წერილში.
ამასთან, ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
„ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა შენი დაკარგვა ყველა შენი მეგობრისთვის! ნათელში ამყოფოს ღმერთმა შენი სული!“, – წერს ირაკლი კობახიძე.