„ქართული ოცნება“ 25 მაისს პარტიულ კონფერენციებს ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გამართავს
„ქართული ოცნების“ ბორჯომის პარტიულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და ბიუროს წევრები აირჩიეს.
პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს პარტიული კონფერენციები გაიმართა ასევე ახალციხესა და ადიგენში.
მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს; ადიგენის ადგილობრივ ორგანიზაციას – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე.
ამასთან, 25 მაისს პარტიული კონფერენციები გაიმართება ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.