ქართული მხარე ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს გონიოს ციხეში ვახშამზე მასპინძლობს [ფოტო/ვიდეო]
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული ქვეყნის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრეზიდენტების მიერ პეტრას ციხეზე ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, მაღალი რანგის სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გონიოს ციხეში ვახშამზე მასპინძლობენ.
ვახშამზე მივიდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.
ბათუმმა მე-17 საერთაშორისო კონფერენციას – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ დღეს უმასპინძლა. ღონისძიებას გახსნა ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. გახსნით სესიასზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, მაია სანდუ, ვლადიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.
ამასთან, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე – „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“.
დღის ბოლოს კი, პეტრას ციხეზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.