ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეოთხე ფესტივალზე – „თბილისობა 2018“-ზე ათასობით ადამიანი აპლოდისმენტებით შეხვდა ანსამბლ „ქართული ხმების“ გამოსვლას. მინსკის ისტორიულ ცენტრში ანსამბლმა „თბილისო“ შეასრულა.
თბილისობის ფარგლებში, მინსკში სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება.