ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების კრებული გერმანულ ენაზე გამოიცა
ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების კრებული გერმანულ ენაზე გამოიცა

ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების კრებული – იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, იოანე საბანისძის „აბო თბილელი“ და „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ გამომცემლობა Leipziger Literaturverlag-ის მიერ გერმანულ ენაზე გამოიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები გერმანულ ენაზე ნათარგმნია ივანე ჯავახიშვილის, ადოლფ ფონ ჰანაკის, შულცეს და ნელი ამაშუკელის მიერ.